weather cur horoscope tv
დეკემბერი 29, 2024

„აზოვსტალში“ ქართველი მებრძოლი დაიღუპა

14:04 ხუთშაბათი, 12 მაისი 2022
მთავარი არხის ფოტო მთავარი არხის ფოტო

უკრაინის ქალაქ მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე, ქართველი მებრძოლი, 27 წლის ტატო ბიგვავა დაიღუპა. „მთავარ არხს“ ინფორმაცია გარდაცვლილის მამამ და სამეგრელოში მყოფმა ნათესავებმა დაუდასტურეს.

როგორც მამა ამბობს, ტატოსთან კავშირი ბოლოს 8 მაისს ჰქონდა.

„მომწერა, ნორმალურად ვარო. ამის შემდეგ კავშირი გაწყდა. მეორე დღეს მაცნობეს, რომ დავალებიდან დაბრუნებულები იყვნენ, ისვენებდნენ, ჩამოყარეს „ბუნკერის“ საწინააღმდეგო 3-ტონიანი ბომბები და იქ მოჰყვა ჩემი შვილი“, – განაცხადა დაღუპულის მამამ.

„მთავარ არხის“ ცნობით, ტატო ბიგვავას ოჯახის წევრები სოხუმიდან დევნილები არიან და ომამდე დნეპროპეტროვსკში ცხოვრობდნენ. ბიგვავა 2014 წლიდან „აზოვის“ პოლკის მებრძოლი იყო და ერთ-ერთ ასეულს ხელმძღვანელობდა.

„აზოვსტალის“ მეტალურგიული ქარხანა ორი თვეა რუსეთის შეიარაღებული ძალების ალყაშია. ეს ფაქტობრივად ერთადერთი ტერიტორიაა მარიუპოლში, რომლის აღებაც ოკუპანტებმა ვერ შეძლეს.

„აზოვსტალს“ „აზოვის“ პოლკის მებრძოლები და საზღვაო ქვეითები იცავენ. მათი ინფორმაციით, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე ასობით დაჭრილი სამხედროა, ისინი ანტისანიტარიულ პირობებში იმყოფებიან და არ აქვთ საჭირო მედიკამენტები. მებრძოლები საკვებისა და წყლის დეფიციტზეც საუბრობენ, რის გამოც დაჭრილთა დაუყოვნებლივ ეკუაციას ითხოვენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]