„დაკავებული კარგად ერკვევა კრიმინალურ ტრადიციებში. „გელა თბილისკი“ კანონიერ ქურდად 1996 წელს, მოსკოვში აკურთხეს“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
პოლიციის ინფორმაციით, უკრაინაში „გელა თბილისკიმ“ რამდენიმე დანაშაულებრივი დაჯგუფება ჩამოაყალიბა, რომლებიც ავტომობილებიდან ნივთების მოპარვით და სატრანსპორტო საშუალებების გატაცებით იყვნენ დაკავებულნი. პოლიციის განცხადებით, „გელა თბილისკი“ ამ დაჯგუფებების საქმიანობას მფარველობდა. გარდა ამისა, აწყობდა კრიმინალურ შეხვედრეbს და დანაშაულებრივი დაჯგუფებების საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობას უწყობდა ხელს.
2017 წლის აპრილში „გელა თბილისკი“ დააკავეს და რუსეთში დააბრუნეს. თუმცა, ცოტა ხნის წინ უკრაინის სპეცსამსახურებმა გამოარკვიეს, რომ კრიმინალური ავტორიტეტი კიევში დაბრუნდა.