weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

პრეზიდენტი რომ ვიყო, ვიფიქრებდი ნიკა გვარამიას შეწყალებაზე – სახალხო დამცველი

22:24 ორშაბათი, 16 მაისი 2022

საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ დღეს გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პოზიცია მნიშვნელოვანი იქნება.

როგორც ნინო ლომჯარიამ რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში ნიკა გვარამიას მონახულების შემდეგ განაცხადა, მზად არის სალომე ზურაბიშვილს შეხვდეს და გაუზიაროს ის მიგნებები, რაც განაჩენთან და ზოგადად, ბრალთან დაკავშირებით სახალხო დამცველს აქვს.

„მე ვიცი, რომ მას აღელვებს საქართველოს ევროპული გზა და ევროპული ინტეგრაცია. მე რომ ვიყო საქართველოს პრეზიდენტი და ვიცოდე, რომ დღეს არის ამ ქვეყნისთვის გადამწყვეტი, ალბათ, ისტორიულად გადამწყვეტი მომენტი და ქვეყანაში მიღებული იყოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი მედია მენეჯერის პატიმრობასთან დაკავშირებით, სადაც სახალხო დამცველი ამბობს, რომ საერთოდ დანაშაულის ნიშნები არ იყო და ეს არის კანონიერების პრინციპთან შეუსაბამო გადაწყვეტილება, მე ნამდვილად ვიფიქრებდი შეწყალების გამოყენებაზე, იმიტომ, რომ ვფიქრობ ეს იქნებოდა სამართლიანი გამოსავალი ამ სიტუაციიდან“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისი თქმით, ნიკა გვარამია თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

„ფიქრობს, რომ ეს ყველაფერ მოხდა მიზანმიმართულად, სწორედ დღეს და ამ დროს იმისთვის, რომ ეს ყოფილიყო ხელისშემშლელი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. ეს არის მისი პოზიცია“, – აღნიშნა ლომჯარიამ.

რაც შეეხება სახალხო დამცველის პოზიციას, ნინო ლომჯარია ფიქრობს, რომ სასამართლომ „უკიდურესად პრობლემატური“ გადაწყვეტილება მიიღო.

„ვფიქრობ, რომ კანონიერების პრინციპია დარღვეული როდესაც ადამიანს მიესაჯა, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგა იმ ქმედებისთვის, რაც საერთოდ არც ქართული სასამართლო პრაქტიკით, არც ევროპული, არც ბრიტანული, არც ამერიკულით, ამ ტიპის ქმედებები და გადაწყვეტილებები იმ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რაზეც ვსაუბრობთ, საერთოდ არ ითვლება დანაშაულად“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

დღეს, 16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში „რუსთავი 2“-ის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც გულისხმობს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და საბოლოო სასჯელის სახედ განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვის ვადით. პროკურატურა გვარამიას „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად მუშაობის დროს, ტელეკომპანიის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ მოქმედებას ედავებოდა. კერძოდ, ამტკიცებდა, რომ მას მეტი შემოსავლის მოტანა შეეძლო „რუსთავი 2“-სთვის და ეს შემოსავალი არ მიიღო. საქმეზე ასევე ბრალდებულები იყვნენ შპს „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორი ზურაბ იაშვილი და „რუსთავი 2“-ის ყოფილი ფინანსური დირექტორი კახაბერ დამენია. მოსამართლემ იაშვილი გაამართლა, ხოლო დამენია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნო დამნაშავედ და 50 000 ლარის ოდენობით ჯარიმა შეუფარდა.

 

ამ თემაზე:

TI გვარამიას მიმართ გამოტანილ განაaჩენზე: სასამართლომ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა

გვარამიას მიმართ განაჩენი უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებულია – საია

ბრიტანეთის საელჩო ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი განაჩენით იმედგაცრუებულია

დღეს დევნის პოლიტიზირებულად აღქმაც კი ზიანის მომტანია საქართველოსთვის – აშშ-ის საელჩო

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]