მამაკაცი მსუბუქი ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ბენზინგასამართ სადგურს დაეჯახა. ის მარნეულის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
დაახლოებით ერთი საათის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქუთაისი-წყალტუბოს გზაზეც, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ორი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ საშუალო სიმძიმის ტრავმები აქვთ მიღებული.
ავტოსაგზაო შემთხვევის გამო ქუთაისი-წყალტუბოს მონაკვეთზე გზა გადაკეტილი იყო.