weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

არასამთავრობო ორგანიზაციები გვარამიას დაკავებას დამოუკიდებელ მედიაზე მუქარად აფასებენ

19:31 სამშაბათი, 17 მაისი 2022

35 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და მხარდაჭერას უცხადებს ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, რომელსაც სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

განცხადების ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება და გვარამიასთვის პატიმრობის მისჯა აღიქმება როგორც გაფრთხილება და მუქარა სხვა დამოუკიდებელი მედიასაშუალებების მიმართ, რათა შეწყვიტონ ხელისუფლების საქმიანობის კრიტიკულად გაშუქება, არ შეასრულონ ხელისუფლების მაკონტროლებელი ფუნქცია და უარი თქვან ხელისუფლებისთვის არასასურველი ფაქტების საზოგადოებამდე მიტანაზე.

„კრიტიკული მედიასაშუალების გენერალური დირექტორის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა მათ შორის, მენეჯერული გადაწყვეტილების მიღების გამო წარმოადგენს შერჩევითი გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის და მსჯავრდების კიდევ ერთ მაგალითს“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

ისინი ფიქრობენ, რომ მსგავსმა პროცესებმა შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე.

განცხადების ხელმომწერები არიან:

  1. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
  2. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  3. სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  4. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  5. ლიბერალური აკადემია თბილისი
  6. მედიაკლუბი
  7. მედიის განვითარების ფონდი
  8. მედიის უფლებები
  9. რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
  10. სატელევიზიო ქსელი
  11. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  12. საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია
  13. საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია
  14. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  15. უფლებები საქართველო
  16. ღია საზოგადოების ფონდი
  17. მედიაომბუდსმენი
  18. საქართველოს რეფორმების ასოციაცია
  19. Საქართველოს სასამართლოს გუშაგი
  20. მწვანე ალტერნატივა
  21. მმართველობის მონიტორინგის ცენტრი
  22. საქართველოს პენცენტრი
  23. ადამიანის უფლებათა ცენტრი
  24. Საზოგადოება და ბანკები
  25. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
  26. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი
  27. Სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
  28. დემოკრატიის ინსტიტუტი
  29. ევროპის ფონდი
  30. ცენტრი „ემპათია“
  31. მწვანე სექტორი
  32. თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
  33. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
  34. სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  35. მოძრაობა „სირცხვილია“

16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში „რუსთავი 2“-ის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და 3 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურა გვარამიას „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად მუშაობის დროს, ტელეკომპანიის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ მოქმედებას ედავებოდა. კერძოდ, ამტკიცებდა, რომ მას მეტი შემოსავლის მოტანა შეეძლო „რუსთავი 2“-სთვის და ეს შემოსავალი არ მიიღო. საქმეზე ასევე ბრალდებულები იყვნენ შპს „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორი ზურაბ იაშვილი და „რუსთავი 2-ის“ ყოფილი ფინანსური დირექტორი კახაბერ დამენია. მოსამართლემ იაშვილი გაამართლა, ხოლო დამენია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნო დამნაშავედ და 50 000 ლარის ოდენობით ჯარიმა შეუფარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]