weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

9 ევროპარლამენტარი: გვარამიას მიმართ განაჩენი სერიოზულ საფრთხეს უქმნის ევროპულ მომავალს

00:09 ოთხშაბათი, 18 მაისი 2022

ევროპარლამენტის წევრები ანდრიუს კუბილიუსი, ანა ფოტეგა, მარკეტა გრეგოროვა, მიხაელ გალერი, პეტრას აუსტრევიჩიუსი, რასა იუკნევიჩიენე, რაფაელ გლუკსმანი, სვენ მიქსერი და ვიოლა ფონ კრამონი ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

მათი შეფასებით, ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორის წინააღმდეგ დამაჯერებელი მტკიცებულებების გარეშე გამოტანილი განაჩენი საქართველოში კანონის უზენაესობის გაუარესების გაგრძელებაა.

„ეს გადაწყვეტილება სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს, რომელიც მოითხოვს დემოკრატიული ღირებულებების, მათ შორის, მედიის თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის დაცვას.

სამწუხაროდ, სასამართლოს პრობლემატური გადაწყვეტილება ეხმიანება კრიტიკული მედიის წარმომადგენლების დევნის, დაშინებისა და მათზე ფიზიკური თავდასხმის ფართოდ გავრცელებულ ზოგად მოდელს.

ბევრმა ჩვენგანმა ერთხელ უკვე ისაუბრა ბატონ გვარამიაზე არაეთიკური თავდასხმის შესახებ, როდესაც საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსანმა პარლამენტის ტრიბუნიდან ბატონი გვარამიას პირადი ინფორმაცია გაასაჯაროვა. მაშინ ჩვენს საფუძვლიან შეშფოთებას მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა სიტყვის ბანზე აგდებით უპასუხეს“, – აცხადებენ ევროპარლამენტარები.

მათივე თქმით, სასამართლოს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება დიდი ხნის დაგვიანებული სასამართლო რეფორმის შედეგია.

„შერჩევითი სამართალი და დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი გაუარესება გამოუსწორებლად აზიანებს საქართველოს რეპუტაციას და საფრთხეს უქმნის მის ევროპულ არჩევანს გახდეს კანდიდატი და საბოლოოდ ევროკავშირის წევრი. ეს მკვეთრად ეწინააღმდეგება იმას, რაც საქართველოს ხალხს სურს და იმსახურებს“, – აცხადებენ ევროპარლამენტარები.

16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში „რუსთავი 2“-ის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და 3 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურა გვარამიას „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად მუშაობის დროს, ტელეკომპანიის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ მოქმედებას ედავებოდა. კერძოდ, ამტკიცებდა, რომ მას მეტი შემოსავლის მოტანა შეეძლო „რუსთავი 2“-სთვის და ეს შემოსავალი არ მიიღო. საქმეზე ასევე ბრალდებულები იყვნენ შპს „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორი ზურაბ იაშვილი და „რუსთავი 2-ის“ ყოფილი ფინანსური დირექტორი კახაბერ დამენია. მოსამართლემ იაშვილი გაამართლა, ხოლო დამენია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნო დამნაშავედ და 50 000 ლარის ოდენობით ჯარიმა შეუფარდა.

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით, სასამართლომ კანონიერების პრინციპთან შეუსაბამო გადაწყვეტილება მიიღო და გვარამიას სასჯელი შეეფარდა იმისთვის, რაც „საერთოდ არ ითვლება დანაშაულად“. 

 

ამ თემაზე:

TI გვარამიას მიმართ გამოტანილ განაჩენზე: სასამართლომ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა

გვარამიას მიმართ განაჩენი უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებულია – საია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]