weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აშშ-ს ვთხოვეთ, გამოიყენონ ყველა ბერკეტი ნიკა გვარამიას გასათავისუფლებლად – გაბუნია

18:01 ოთხშაბათი, 18 მაისი 2022

ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ოთხი ტელეკომპანიის – „მთავარის“, „ფორმულას“, „პირველისა“ და „კავკასიის“ წარმომადგენლები ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში ელჩს, კელი დეგნანს შეხვდდნენ.

„მთავარი საკითხი, რომელიც ახლა ჩვენთვის პრინციპულად დგას, არის ნიკა გვარამიას თავისუფლება. რა თქმა უნდა, აშშ-ის ელჩს და მისი სახით აშშ-ს ვთხოვეთ, რომ გამოიყენონ ყველნაირი ბერკეტი, რომელიც მათ ხელთაა, იმისთვის, რომ ნიკა და მისი სახით მედია გათავისუფლდეს. ჩვენ ვიცით, რომ ამერიკას შეუძლია, განახორციელოს შესაბამისი ზეწოლა და ეს არაერთხელ მომხდარა“, – განაცხადა „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი გაბუნიამ.

„ფორმულას“ ჟურნალისტის, ნინო ჟიჟილაშვილის თქმით, ელჩს აქვს სრული ინფორმაცია იმის შესახებ, რაც ქვეყანაში ხდება.

„ეს დახურული შეხვედრა იყო და დეტალების თქმა არ შეგვიძლია, თუმცა შემიძლია გაგიზიაროთ პირადად ჩემი აღქმა, რომ ძალიან ძლიერი მხარდაჭერა აქვს ყველა იმ მოქალაქეს, ვისაც გეზი აქვს ამ ქვეყნის თავისუფლებისა და დემოკრატული ღირებულებების გადარჩენისკენ, მათ შორის, მედიას ექნება ძალიან სერიოზული მხარდაჭერა“, – განაცხადა ჟიჟილაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, მედიის წარმომადგენლები პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით მიმართავენ.

„ჩვენ ვიცით, რომ ნიკა გვარამიას არ აქვს სურვილი, შეწყალება ითხოვოს, მაგრამ ამას გავაკეთებთ ჩვენ.

მივმართავთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, რომ დაგვდოს პატივი და შეგვხვდეს და ჩვენ მას ვთხოვთ, რომ გამოიყენოს თავისი უფლება ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ადამიანი იყოს გარეთ“, – განაცხადა ნინო ჟიჟილაშვილმა.

ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტის, ეკა მიშველაძის თქმით, ელჩს მედიის წინაშე დღეს არსებულ საფრთხეებზე ესაუბრნენ.

„ვერ ვისაუბრებთ ელჩის კომენტარებზე, იმიტომ, რომ შეხვედრა დახურული იყო, მაგრამ ერთი რამ შგვიძლია ცალსახად ვთქვათ, რომ ამ ამერიკის შეერთებული შტატები დგას, იდგება საქართველოს გვერდით და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანაში დემოკრატიული განვითარება იყოს შეუქცევადი და მედია იყოს დაცული“, – აღნიშნა მიშველაძემ.

16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში „რუსთავი 2“-ის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და 3 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურა გვარამიას „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად მუშაობის დროს, ტელეკომპანიის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ მოქმედებას ედავებოდა. კერძოდ, ამტკიცებდა, რომ მას მეტი შემოსავლის მოტანა შეეძლო „რუსთავი 2“-სთვის და ეს შემოსავალი არ მიიღო. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შეფასებით, სასამართლო გადაწყვეტილება ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]