weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

შსს: დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 9 პირი

14:56 ხუთშაბათი, 19 მაისი 2022

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თბილისში, აჭარაში, იმერეთსა და სამეგრელოში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირი მყოფი 9 პირი დააკავეს, ხოლო 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, თორნიკე მარსაგიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შსს „ქურდული“ მენტალიტეტისა და „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ „უკომპრომისო ბრძოლას“ განაგრძობს.

„ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, მოქალაქეთა შორის არსებული ფინანსური დავების „ქურდული წესით“ გარჩევის ფაქტები გამოავლინეს.

„ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით არიან დაკავებული: 1978 წელს დაბადებული რ.კ., 1992 წელს დაბადებული ბ.ზ., 1993 წელს დაბადებული ზ.ც. და 1971 წელს დაბადებული გ.ა.

სამართალდამცველებმა „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით დააკავეს: 1984 წელს დაბადებული ნ.კ., 1970 წელს დაბადებული ი.მ., 1993 წელს დაბადებული თ.ბ. და 1986 წელს დაბადებული ჯ.ს. 1980 წელს დაბადებული ე.ფ. (მეტსახელად „პაჭო“) კი დაკავებულია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისთვის.

ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ: 1972 წელს დაბადებულ თ.გ.-ს (მეტსახელად „თემო სოხუმსკი“) - „კანონიერი ქურდობისთვის“, ასევე, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის, 1984 წელს დაბადებულ მ.გ.-ს - „ქურდული სამყაროს" წევრობისთვის, აგრეთვე, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის, 1986 წელს დაბადებულ ვ. ჩ.-ს და 1991 წელს დაბადებულ დ. უ.-ს - „ქურდული სამყაროს" წევრობისთვის, 1979 წელს დაბადებულ დ. წ.-ს - „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვისთვის, ხოლო 1987 წელს დაბადებულ კ. ტ.-ს (მეტსახელად „ენცო“) და 1970 წელს დაბადებულ თ. ხ.-ს (მეტსახელად „ჭინკა“) – „კანონიერი ქურდობისთვის“.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული „ქურდული სამყაროს“ წევრები და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერი, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებისა და პირადი სარგებლის მიღების მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ, რომლებსაც ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ.

ფინანსური დავების გადაწყვეტის მიზნით, ბრალდებულები ე.წ. ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ, რომლებსაც მოდავე მხარეებიც ესწრებოდნენ.

ბრალდებულები ე.წ. ქურდულ გარჩევებზე მოდავე მხარეების პოზიციებს ისმენდნენ, შემდეგ ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად, გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდას აკისრებდნენ, ვადის გადაცილების შემდეგ კი ე.წ. საჯარიმო თანხას სთხოვდნენ“, – განაცხადეს შსს-ში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პირველი პრიმა მუხლით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლით, 223-ე მე-4 პრიმა მუხლით და 144-ე მე-3 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც „კანონიერ ქურდობას“, „ქურდული სამყაროს“ წევრობას, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვას, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერას, ასევე, დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს. დანაშაულები 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]