weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აჭარაში, გვირაბში მომხდარი ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

12:06 პარასკევი, 20 მაისი 2022
აჭარის ტელევიზიის ფოტო აჭარის ტელევიზიის ფოტო

ქობულეთის შემოვლით გზაზე, ჩაქვის გვირაბში, ტრაილერისა და მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, შეჯახების შემდეგ ცეცხლი გაჩნდა. შემთხვევა ღამით, დაახლოებით 03:00 საათზე მოხდა.

„მანქანიდან გადმოსვლა ვერ მოახერხეს. ერთი ავტომობილი ღამითვე გადავიყვანეთ სადგომზე, მეორე დღეს მიგვყავს. მსუბუქი ავტომობილი ისე იყო დამწვარი, მარკის ამოცნობაც კი გართულდა“, – განაცხადა შპს „ბათავტო 23“-ის წარმომადგენელმა ​გურამ ნიჟარაძემ.

აჭარის ტელევიზიის ცნობით, სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმებს, შემთხვევის ადგილზე ორი დაღუპული დახვდათ. დაშავებული იყო კიდევ ერთი პირი, რომელმაც სამედიცინო მომსახურებასა და კლინიკაში გადაყვანაზე უარი განაცხადა.

პოლიციამ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2022 წლის პირველ კვარტალში (იანვარი-მარტი), საქართველოში სულ 1121 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა (სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მიხედვით). დაიღუპა 99 ადამიანი და დაშავდა – 1583.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]