დაშავებულები ბორჯომის სამედიცინო ცენტრში სხვადასხვა დაზიანებებით გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ერთ-ერთი ვერსიით, მსუბუქი ავტომობილი ბორჯომი-ახალციხის დამაკავშირებელ გზაზე მაღალი სიჩქარით მოძრაობდა და მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.