weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ბორჯომში „ბოლო ზარი“ მსხვერპლით დასრულდა

17:09 პარასკევი, 20 მაისი 2022
ტელეკომპანია მე-9 არხის ფოტო ტელეკომპანია მე-9 არხის ფოტო

ბორჯომში, „ბოლო ზარის“ ავტომობილი, რომელშიც ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეები ისხდნენ, გზის სავალი ნაწილიდან მტკვარში გადავარდა. შედეგად სამი მეთორმეტეკლასელი დაშავდა, ერთი კი დაიღუპა.

დაშავებულები ბორჯომის სამედიცინო ცენტრში სხვადასხვა დაზიანებებით გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ერთ-ერთი ვერსიით, მსუბუქი ავტომობილი ბორჯომი-ახალციხის დამაკავშირებელ გზაზე მაღალი სიჩქარით მოძრაობდა და მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]