weather cur horoscope tv
დეკემბერი 21, 2024

ყირიმ-კონგოს შემთხვევა შიდა ქართლის რეგიონშიც დაფიქსირდა

12:37 შაბათი, 21 მაისი 2022

შიდა ქართლის რეგიონში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა, ეკატერინე ქორჩაშვილმა განაცხადა, დაავადება ხაშურის ერთ-ერთ სოფელში 38 წლის ქალს დაუდასტურდა. ის სამკურნალოდ თბილისშია გადაყვანილი.

აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისში ყირიმ-კონგოს შემთხვევები სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ფიქსირდებოდა. 16 მაისს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამცხე-ჯავახეთის განყოფილების უფროსმა, ნინო ზედგენიძემ გამოცემა „სამხრეთის კარიბჭეს“ განუცხადა, რომ რეგიონის მასშტაბით ინფიცირების სულ 10 შემთხვევა იყო დადასტურებული – 6 ახალციხის მუნიციპალიტეტში, 4 კი ასპინძაში.

ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელება (CCHF) მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული ვირუსული დაავადებაა. რისკის ჯგუფში შედიან სოფლის მეურნეობის მუშაკები, მესაქონლეები, ცხოველთა სასაკლაოს თანამშრომლები, ვეტერინარები, სამხედროები, მედიცინის სფეროს მუშაკები და მოგზაურები. ყირიმ-კონგოთი ადამიანი უფრო ხშირად ინფიცირდება ტრანსმისიულად (ტკიპების კბენით, ტკიპის გასრესვით), ავადმყოფი ცხოველების სისხლთან და ქსოვილებთან უშუალო კონტაქტით. ადამიანიდან ადამიანზე ვირუსის გადაცემა შესაძლებელია დაავადებული ადამიანის სისხლთან და ბიოლოგიურ სითხეებთან შეხებისას, სამედიცინო მანიპულაციების დროს.

დაავადების ინკუბაციური პერიოდი ტკიპის კბენით ვირუსის გადაცემის შემთხვევაში 1-3 დღეა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ყირიმ-კონგო იწყება შემცივნებით, მაღალი ცხელებით, თავის, კუნთების და სახსრების ტკივილით, რასაც მოსდევს ვირუსემია და ინტოქსიკაცია. ავადმყოფს აწუხებს პირის სიმშრალე, თავბრუ, ღებინება. სახე, კისერი, ლორწოვანი გარსები შეწითლებული აქვს, ზოგჯერ გამოხატულია სიყვითლე. კანზე ჩნდება პეტექიური გამონაყარი (წითელი ლაქები). დაავადების მძიმე ფორმის შემთხვევაში ლეტალური გამოსავალი დგება ავადობის მეორე კვირას. ლეტალობის მაჩვენებელი 5-50%-ია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]