weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გორში სასტუმროს შესასვლელში სტალინის 3D სურათი განათავსეს

11:08 ხუთშაბათი, 14 სექტემბერი 2017

საბჭოთა ბელადის, იოსებ სტალინის სამგანზომილებიანი სურათი გორში, სასტუმრო „ვიქტორიას“ შესასვლელთან განათავსეს. Qartli.ge-ს ინფორმაციით, ინიციატივა საზოგადოება „გორელების“ ხელმძღვანელს, ზურაბ წკრიალაშვილს ეკუთვნის, რომელიც სასტუმროს ერთ-ერთი მეპატრონეა.

„ეს პირადად ჩემი გადაწყვეტილება იყო. თუ ვინმეს არ მოეწონება, გადაეცით ჩემგან „მოკითხვა“ - ციტირებს Qartli.ge ზურაბ წკრიალაშვილის კომენტარს.

საქართველოს კანონი „თავისუფლების ქარტია“, რომელიც პარლამენტმა 2011 წელს მიიღო, კრძალავს საბჭოთა და ფაშისტური სიმბოლიკების გამოყენებას, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაზე.

კანონის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან არსებული სპეციალური კომისია აგროვებს ინფორმაციას სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაზე ტოტალიტარული ანდა ფაშისტური სიმბოლიკის გამოყენების თაობაზე, ასევე საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, წარწერების შესახებ, ქუჩების, მოედნების, სოფლებისა და დაბების სახელწოდებების, მასობრივი თავშეყრის სხვა ადგილების თაობაზე, რომლებიც შეიცავს კომუნისტური და ფაშისტური იდეოლოგიებისა და პროპაგანდის ელემენტებს, ან ამ იდეოლოგიების ლიდერთა სახელებს.

კომუნისტური და ფაშისტური სიმბოლიკის, წარწერებისა და სახელწოდებების აღმოფხვრის მიზნით კომისია მიმართავს უფლებამოსილ პირს, რომელიც ვალდებულია აღმოფხვრას ამგვარი სიმბოლიკა. დადგენილ ვადაში კომისიის მითითების შეუსრულებლობა იწვევს ჯერ გაფრთხილებას, შემდეგ კი დაჯარიმებას 1 000 ლარით.

Qartli.ge

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს ახალ ამბებს შიდა ქართლის რეგიონიდან. გამოცემას მართავს ასოციაცია „ქართლის ხმა“. 

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]