წარმოდგენილი იქნება დამოუკიდებლობის თემაზე ფოტო-გამოფენა, კინოსა და თეატრის მსახიობები გააცოცხლებენ ეროვნულ გმირებს, რომლებიც სტუმრებს საკუთარ ისტორიებს მოუყვებიან. მოხდება დამოუკიდებლობის აქტის ხელმოწერის ინსცენირება.
გაიმართება ძველი ქართული ხალხური თამაშობები და სპორტული აქტივობები. მოეწყობა ღვინისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ადგილობრივი მეწარმეები წარმოადგენენ საკუთარ პროდუქციას.
ასევე, გაიმართება ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა, 20:00 საათზე, ბენდი „ურსას“ კონცერტით დასრულდება.
[R] გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია