„აღარაფერი დამიტოვეს, ნოლზე დამსვეს. ქალაქის ცენტრში რომ ამას იზამენ, სხვაგან რას გააკეთებენ წარმომიდგენია“, – ამბობს მაღაზიის მეპატრონე. მას ზარალის ოდენობა არ დაუსახელებია.
თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე მაღაზიებში დასაქმებულების ინფორმაციით, გატეხილი მაღაზიიდან მხოლოდ ოქროა გატანილი. „ტანსაცმელზე ხელი არ მოუკიდებიათ. ფულიც ჰქონია, თუმცა არც ის წაუღიათ. ოქრო ჰქონდა სეიფში და სულ გატანილია“, – აღნიშნეს მათ.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ–კრიმინალისტები მუშაობენ.