weather cur horoscope tv
დეკემბერი 21, 2024

ბათუმში თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი დააკავეს

01:02 ოთხშაბათი, 01 ივნისი 2022

ბათუმში თურქი ბიზნესმენი და „მეტრო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გალიფ ოზთურქი დააკავეს. მას ნარკოტიკული დანაშაულს ჩადენას ედავებიან.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საგამოძიებო სამსახურში გალიფ ოზთურქის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. აღნიშნული გამოძიების პროცესში, „საქმის ვითარების გასარკვევად საჭირო მტკიცებულებების მოპოვების მიზნით“, 31 მაისს, გალიფ ოზთურქთან და ასევე მასთან დაკავშირებულ პირებთან და კომპანიებში საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა.

„გ.ო.-ს საცხოვრებელ მისამართზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სხვა ნივთიერ მტკიცებულებებთან ერთად, ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ფულადი თანხა, ასევე აღმოჩენილ იქნა სავარაუდოდ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები, რასთან დაკავშირებითაც გ.ო. დაკავებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 261-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე ვადით. საქმეზე ინტენსიურად გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები“, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლი ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს, ხოლო 261-ე მუხლი – ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას.

გალიფ ოზთურქის სახელს უკავშირებდება ბათუმში, გოგოლის ქუჩა N11-ში კომპანია „მეტრო ტერმინალის“ მიერ წამოწყებული უკანონო მშენებლობა.

„თურქი ბიზნესმენი და მეცენატი“ – ასე მოიხსენიებდა საქართველოს მთავრობა გალიფ ოზთურქს 2015 წელს, როდესაც მას პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილი ხვდებოდა. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ოზთურქს, იმ დროისთვის, საქართველოში უკვე 75 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჰქონდა განხორციელებული.

თურქული მედიის ინფორმაციით, გალიფ ოზთურქი, რომელიც თურქეთში Metro Turizm-ის და ავტობუსების ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის მფლობელი იყო, ქვეყნიდან არის გაქცეული. მედიის ცნობით, 2012 წელს მას 1996 წელს მომხდარი მკვლელობის საქმეზე სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა, საპატიმროში კარგი ქცევის გამო, ჯერ სასჯელი შეუმსუბუქეს, 2013 წელს კი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მოგვიანებით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ბიზნესმენისთვის შეფარდებული უვადო თავისუფლების აღკვეთა სათანადო სასჯელი იყო. იმ დროისთვის ოზთურქს ქვეყანა უკვე დატოვებული ჰქონდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]