weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თიბისის, ქარის და სქროლის შეთავაზება

15:17 ოთხშაბათი, 01 ივნისი 2022

თუ თიბისის ბარათის მფლობელი ხარ, შეგიძლია, თიბისისა და ელექტრო ტრანსპორტის საზიარო სერვისის ქარის თანამშრომლობის ფარგლებში, გადახდილი თანხის 20-30 % უკან დაიბრუნო.

აქცია ვრცელდება ქარის მოპედებზე და ქარი ამიზე, რომელთა მართვის დროს თანხის 30 %-ი უკან, ბარათზე დაგიბრუნდება, ხოლო სქროლის მართვისას თანხის 20 % -ს დაიბრუნებ. თანხა ბარათზე გადახდიდან მეორე დღესვე ჩაგერიცხება.

შეთავაზება ვრცელდება თიბისის Visa და Mastercard ბარათებზე: თიბისის ნაკრები, კონცეპტ ბარათი, სტუდენტის ბარათი, სახელფასო ბარათი და ციფრული ბარათი. 

აქცია ვრცელდება თბილისსა და ბათუმში, სადაც ქარის და სქროლის ელექტროტრანსპორტი ხელმისაწვდომია.

თიბისის, ქარის და სქროლის თანამშრომლობა სრულად შეესაბამება თიბისის მდგრადი განვითარებისა და გარემოზე ზრუნვის პოლიტიკას. კოლაბორაციის მიზანია გარემოს გაჯანსაღება, ტრანსპორტირების ეკო-მეგობრული საშუალებების პოპულარიზაცია და მათი მოხმარების გაზრდა.

ქარი და სქროლი ეკო-მეგობრული კომპანიებია, რომელთა ახლებური ტრანსპორტირების მეთოდი ცხოვრების თანამედროვე სტილზეა მორგებული. ქარის პროდუქტები მოიცავს ელექტრო-მოპედებს და ახლა უკვე ელექტრო მინი-მანქანებს, ხოლო სქროლის პრუდქტი - ელექტრო სკუტერებს. მათი მართვა გარემოს ზიანს არ აყენებს, არ აბინძურებს და ხმაურს არ იწვევს.

ქარი, რომელიც მომავლის სატრანსპორტო მომსახურებას ქმნის, 2021 თიბისის ბიზნედაჯილდოების გამარჯვებული გახდა, ნომინაციაში საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის.

[R] თიბისი ბანკის ინფორმაცია 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]