weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

ინტერნეტი საქართველოს 1034 სოფელში არ არის ხელმისაწვდომი

10:30 ხუთშაბათი, 02 ივნისი 2022

2021 წელს, საქართველოში ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების აბონენტების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა და 1 009 000 შეადგინა, საიდანაც 962 ათასი ფიზიკური პირი აბონენტია. ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

კომისიის ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, აბონენტების რაოდენობა 4.3%-ით, 41 ათასი აბონენტით გაიზარდა და ფიქსირებული ინტერნეტი ქვეყნის მასშტაბით 158 სოფლით მეტს მიეწოდება. 

„საქართველოში ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურება, როგორც აბონენტების რაოდენობით, ისე შემოსავლების კუთხით, კვლავ მზარდი ტენდენციით ხასიათდება. სააბონენტო სიმკვრივე შინამეურნეობაზე 86.7%-ია.

ფიზიკური პირი აბონენტების ყველაზე დიდი ოდენობა 474 ათასი „მაგთიკომს“ ჰყავს, 286 ათასი - „სილქნეტს“, 59 ათასი აბონენტი - „ახალი ქსელების ჯგუფს“, 50 ათასი „სქაიტელს“, ხოლო 94 ათასი აბონენტი სხვადასხვა მცირე და საშუალო კომპანიებზე ნაწილდება.

2021 წელს, გასული წლის მსგავსად, აბონენტების რაოდენობა უფრო მეტად რეგიონებში გაიზარდა. წინა წელთან შედარებით, რეგიონებში აბონენტების რაოდენობის ზრდამ 7% შეადგინა. თბილისში ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ბაზარი თითქმის სრულად გაჯერებულია. რაც შეეხება დიდ ქალაქებსა და სოფლებს, განსაკუთრებით იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელი ვითარდება, ფიქსირებული ფართოზოლოვანი მომსახურების აბონენტების რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება“, – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის ანგარიშში.

კომისიის ინფორმაციით, ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურება საქართველოს ყველა ქალაქსა და დაბაში ხელმისაწვდომია, ხოლო საქართველოში არსებული 3385 სოფლიდან ინტერნეტი 2351 სოფელშია ხელმისაწვდომი. შესაბამისად, ინტერნეტის გარეშე რჩება 1034 სოფელი.

კომუნიკაციების კომისიის განცხადებით, ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერის მიზნით, მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით, „Log-in Georgia“-ს პროექტი ხორციელდება, რომელის მიზანი სოფლად მცხოვრები 1000 სოფლის 500 000-მდე ფიზიკური პირისთვის მაღალი ხარისხის და შეღავათიანი ინტერნეტ მომსახურების მიწოდების შესაძლებლობის შექმნა და ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]