პატარების განწყობაზე ანიმატორებმა და ანიმაციური ფილმების გმირებმა იზრუნეს. მოეწყო დრამ-შოუ, საცირკო წარმოდგენები, სახეზე მოხატვა, შოუ „მხიარული მეცნიერება", ბუშტების შოუ, რომელში მონაწილეობაც პატარებმა თავად მიიღეს.
გაიმართა ჯგუფი „გვირილას" და ადგილობრივი მუსაკალური სტუდიის „ლეკო სტუდია" მოსწავლეების კონცერტი.
პარკში ასევე, წარმოდგენილი იყო ზაალ სულაკაურის გურჯაანის სკოლა-სახელოსნოს მოსწავლეების ნახატების გამოფენა.
„ყველა პატარას ვულოცავ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. ჯანმრთელობას, კეთილდღეობას, მშვიდობას და ბედნიერ მომავალს ვუსურვებ ჩვენს მომავალ თაობას. ჩვენ გვაკისრია პასუხისმგებლობა ვიზრუნოთ მათ შევუქმნათ ჯანსაღი გარემო, სადაც თითოეული ბავშვის განვითარებისთვის იქნება შექმნილი სათანადო პირობები, ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება კარგი განათლება." - გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი.
ღონისძიება გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის და ა(ა)იპ „გურჯაანის კულტურის ცენტრის" ორგანიზებით გაიმართა.
[R] გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია