weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ნიკა გვარამია „რუსთავი 2“-სგან კომპენსაციის სახით 5 მილიონ დოლარს ითხოვს

12:21 შაბათი, 04 ივნისი 2022

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია „რუსთავი 2“-სგან კომპენსაციის სახით 5 მილიონ დოლარს ითხოვს. როგორც გვარამიას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, ეს არის ზიანი, რაც ნიკა გვარამიას „რუსთავი 2“-დან ხელშეკრულების დარღვევით გათავისუფლების გამო მიადგა.

„ნიკა გვარამიას „რუსთავი 2“-თან აკავშირებდა სასამსახურო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მისი გათავისუფლება თანამდებობიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე იყო აკრძალული, ამ ვადით იყო ის თანამდებობაზე დანიშნული და ნიკა გვარამია ქიბარ ხალვაშის მიერ გათავისუფლდა თანამდებობიდან ამ ხელშეკრულების მოთხოვნათა უხეში დარღვევით, რის გამოც ნიკა გვარამიას წარმოეშვა მოთხოვნის უფლება 5 მილიონი დოლარის ოდენობით.  ეს არის ზიანი, რაც მას მიადგა „რუსთავი 2“-დან ხელშეკრულების დარღვევით.

თუ ვინმე დაზარალებულია ამ ურთიერთობით, ეს არის ნიკა გვარამია. შესაბამისად, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ოფიციალურად წერილობით ვაცნობოთ „რუსთავი 2“-ს ჩვენი პოზიცია და დაველოდოთ მათ პასუხს“, – განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“, რომლის გენერალური დირექტორი 2012 წლიდან ნიკა გვარამია იყო, 2019 წლის ივლისში, რამდენიმეწლიანი დავისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ქიბარ ხალვაშს დაუბრუნდა. ამის შემდეგ ნიკა გვარამიამ ტელეკომპანია „მთავარი“ დააფუძნა.

მიმდინარე წლის 16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ის დამნაშავედ ცნო „რუსთავი 2“-ის დირექტორობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. გვარამიას ე.წ. 2015 წლის ეპიზოდზე, სადაც პროკურატურა ამტკიცებდა, რომ გვარამიამ 6 763 509 ლარით აზარალა ტელეკომპანია, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად 50 000 ლარის ოდენობით ჯარიმა განუსაზღვრა, ხოლო ე.წ. ავტომანქანის ეპიზოდზე – პატიმრობა. ნიკა გვარამია თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

 

ამ თემაზე:

ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი განაჩენი დაუსაბუთებელია – საია

ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-სთვის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]