weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს გვარამია – ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი

16:33 ოთხშაბათი, 08 ივნისი 2022
მიგელ ურბან კრესპო - მემარცხენე ჯგუფის წევრი, რეზოლუციის პროექტის ავტორი მიგელ ურბან კრესპო - მემარცხენე ჯგუფის წევრი, რეზოლუციის პროექტის ავტორი

საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტთა უსაფრთხოების დარღვევის საკითხზე ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტი, რომელიც მემარცხენე ჯგუფმა (GUE/NGL) მოამზადა, ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გათავისუფლებისკენ მოწოდებას შეიცავს.

რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ საქართველოში მთავარ ოპოზიციური არხის გენერალური დირექტორის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ გვარამიას მიერ დანაშაულის ჩადენის მტკიცებულება არ იქნა ნაპოვნი, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციებმა თქვეს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ეს ნიკა გვარამიას დევნის პირველი შემთხვევა არ არის და იყო მისი მოსყიდვის, დაშინების, შანტაჟის და ოჯახის წევრების თვალთვალის მცდელობები.

ევროპარლამენტი „დაჟინებით სთხოვს ხელისუფლებას, დაუყონებლივ ჩაატაროს ნიკა გვარამიას განაჩენის დამოუკიდებლი გადახედვა და იმავდროულად, მოუწოდებს მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ; სთხოვს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ყველა ჟურნალისტი, რომლებიც დააკავეს გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენების გამო“.

საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევის საკითხზე დებატები ევროპარლამენტში დღეს იმართება, სადაც ამ რეზოლუციის პროექტსაც უყრიან კენჭს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]