weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დავბრუნდი ტელევიზიაში, რომელიც წლებია დამოუკიდებლობისთვის იბრძვის – უდუმაშვილი

18:32 ხუთშაბათი, 09 ივნისი 2022

ზაალ უდუმაშვილი, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, ტელეკომპანია „პირველის“ მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი და არხის გენერალური დირექტორის მოადგილე გახდა. მას დეპუტატის უფლებამოსილება დღეს შეუწყდა.

„მინდა ჩვენს მაყურებელს სასიხარულო ინფორმაცია გავუზიარო: ჩვენმა მეგობარმა ზალიკომ დათმო მანდატი, წამოვიდა პარტიიდან და პოლიტიკიდან, რომ ჩაერთოს იმ უსამართლო ომში, რასაც ხელისუფლება აწარმოებს მედიის მიმართ და შტურმით უნდა გაანადგუროს მედია. ზალიკო იქნება ჩვენთან. ის იქნება გენერალური დირექტორის მოადგილე და ცენტრალური გამოშვების მთავარი სახე და წამყვანი“, – განაცხადა „პირველის“ გენერალურმა დირექტორმა, ვატო წერეთელმა.

ზაალ უდუმაშვილი საინფორმაციო გამოშვებას 13 ივნისიდან წაიყვანს. როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირის პარლამენტის რეზოლუციის შემდეგ, აღარ დაისმება კითხვა, თუ რატომ დაბრუნდა მედიაში.

„ნომერ პირველ საფრთხედ ქვეყანაში შეფასებულია სწორედ მედიის თავისუფლება და ის საშიშროება, რომლის წინაშეც დღეს ქართული მედია დგას. ეს იყო სწორედ ჩემი გადაწყვეტილების მთავარი მოტივი.

ბუნებრივია, დავბრუნდი იმ ტელევიზიაში, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში სწორედ იბრძვის სიტყვის თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის და არა მხოლოდ იბრძვის, ამ ბრძოლასთან ერთად ტელევიზია მუდმივად ვითარდება.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ტელევიზიის მიმართ მუდმივად მიმდინარეობს შანტაჟი, მუქარა, სასამართლო პროცესები, მუდმივად ემუქრებიან, რომ უნდათ, ხელში ჩაიგდონ და მოიხელთონ, მაგრამ ვერ მოახერხეს და დარწმუნებული ვარ, ვერც მოახერხებენ, აქ ისეთი გუნდი მუშაობს. მოხარული ვიქნები, თუ ჩემს მოკრძალებულ წვლილს შევიტან ამ ტელევიზიის განვითარებასა და კიდევ ერთი საფეხურით მაღლა ასვლაში“, – თქვა უდუმაშვილმა.

ზაალ უდუმაშვილი წლების განმავლობაში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის თანამშრომელი და „კურიერის“ წამყვანი იყო. მან პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება 2017 წელს მიიღო, როდესაც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდა და თბილისის მერის თანამდებობაზე იყარა კენჭი. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ის პარტიული სიით პარლამენტის წევრი გახდა.

პარტიაში გაწევრიანებამდე ზაალ უდუმაშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მაშინდელი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მოადგილე და „კურიერის“ წამყვანი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]