weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სპინალურ-კუნთოვანი ატროფიის მქონე პაციენტები მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ

15:43 პარასკევი, 10 ივნისი 2022
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწვეტილებით, სპინალურ-კუნთოვანი ატროფიით დაავადებულ ყველა პაციენტს ძვირადღირებულ პრეპარატი უსასყიდლოდ გადაეცემა. უწყებაში აცხადებენ, რომ პაციენტთა უმეტესობისთვის დაავადების მედიკამენტური მკურნალობა, მაღალი ფასის გამო, მიუწვდომელი იყო. 

„სპინალურ-კუნთოვანი ატროფიის სამკურნალო პრეპარატის ერთი ფლაკონის ღირებულება 7485 დოლარია, რაც 12 დღის დოზას შეადგენს. მედიკამენტის გამოყენება ხელს უწყობს სპინალური კუნთოვანი ატროფიის მქონე პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდას“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

მედიკამენტის გაცემის პროცედურა ასეთია: ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ბენეფიციარის წარმომადგენელი, პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე, აფთიაქში წამალს უფასოდ იღებს.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ილია ღუდუშაურმა განაცხადა, სპინალურ-კუნთოვანი ატროფიის მედიკამენტოზური მკურნალობის პროგრამა თითქმის თვე-ნახევარია დაიწყო და მასში ამ იშვიათი დაავადების მქონე ბავშვები არიან ჩართულები.

„ჯანდაცვის სამინისტრო „იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აგრძელებს აქტიურად მუშაობას და უახლოეს მომავალში სხვა იშვიათი დაავადებების მიმართულებითაც აუცილებლად გვექნება სიახლეები“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]