შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულმა იარაღის დემონსტრირებით მოლარეს თანხა მოსთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი ამავე იარაღიდან გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
„სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო“, – აცხადებენ შსს-ში.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. როგორც შსს-ში აცხადებენ, დანაშაული შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.