weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

თიბისი „არტისტერიუმი 15/2022“-ის მხარდამჭერია

14:03 ორშაბათი, 13 ივნისი 2022

თიბისი თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენის „არტისტერიუმი 15/2022“ მხარდამჭერია.

ქართულ-უკრაინული გამოფენა „ხვალ“ 15 ივნისს, ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში გ. ჭანტურიას ქ. 8, გაიხსნება. ქართველი და უკრაინელი მხატვრების და მწერლების ერთობლივი პროექტი „ხვალ“, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. უკრაინელი მონაწილეების ნამუშევრები დამზადდა საქართველოში, მხატვრების მიერ გამოგზავნილი ობიექტების და ფოტო-ვიდეო მასალის საფუძველზე.

გამოფენის ფარგლებში სამუშაო თემებია:

  1. ხელოვნების და ხელოვანის როლი ომის დროს;
  2. როგორ მუშაობს ხელოვნება მძიმე კრიზისების პერიოდში და როგორ ასახავს რეალობას გამოსახულებით, ბგერით, ფორმით ან ფერით?
  3. ენა ომიანობის დროს: სიტყვების ნაკლებობა ემოციების გამოსახატად;
  4. როგორ ვსაუბრობთ ერთმანეთთან ან/და არსებულ მდგომარეობაზე კრიზისულ პერიოდებში?

გამოფენაში საქართველოდან მონაწილეობას მიიღებენ: ანა კორძაია სამადაშვილი, ნინო ხარატიშვილი, ლადო ფოჩხუა, ბესო უზნაძე, გურამ წიბახაშვილი, მარიამ ნატროშვილი, დეთუ ჯინჭარაძე. ღონისძიების უკრაინელი მონაწილეები არიან: ალექსანდრა კროლიკოვკსა, ანდრიი ზელინსკი, ანტონ კირიუკი, ანტონ ლოგოვი, ლილია ჩავაგა, მაქსიმ კოზლოვი, მარია პროშკოვსკა, მარიია დროზდოვა, მარიია პროკოპენკო, მარიია ვიშედსკა, მიხაილო ჟარჟაილო (თანამშრომლობა: პიოტრ არმიანოვსკი, რომან ჰაიდაიჩუკი), ნიკიტა ვლასოვი, ვიტალი იანკოვი, ჟენია მაჩკოვსკა, ზოია ლაკტიონოვა.

არტისტერიუმი არის თბილისის ყოველწლიური, საერთაშორისო, თანამედროვე ხელოვნების გამოფენა, რომელიც ორგანიზებულია საქართველოს არასამთავრობო ხელოვნების ორგანიზაციის, არტერიუმის ასოციაციის მიერ. ღონისძიება შედგება საერთაშორისო გამოფენების, ინდივიდუალური ხელოვნების პროექტები, საგანმანათლებლო და კულტურული პროგრამებისგან. არტისტერიუმი მასპინძლობს მხატვრებს, კურატორებსა და ხელოვნების კრიტიკოსებს მთელი მსოფლიოდან.

თიბისისთვის კულტურისა და ხელოვნების განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტული თემაა. სწორედ ამიტომ, მუდმივად არის ორგანიზატორი, მხარდამჭერი, იდეის ავტორი და მასპინძელი სხვადასხვა გამოფენების, ხელოვნების ფესტივალებისა და კულტურული ღონისძიებების. თიბისი უკრაინის გვერდით დგას ომის დაწყების დღიდან და მხარს უჭერს „არტისტერიუმი 15/2022“-ს როგორც კულტურისა და ხელოვნების განვითარების, ისე უკრაინის გვერდში დგომის ჭრილში.

[R] თიბისი ბანკის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]