weather cur horoscope tv
ნოემბერი 01, 2024

საქართველოს მთავრობა „ბორჯომის“ აქციონერი ხდება

14:25 ორშაბათი, 13 ივნისი 2022
გაფიცულთა აქცია ბორჯომში გაფიცულთა აქცია ბორჯომში

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა გახდება იმ ჯგუფის აციონერი, რომელიც ბორჯომში, მინერალური წყალი „ბორჯომის“ ჩამომსხმელ ქარხნებს ფლობს. ამ საკითხზე განცხადება ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

„რამდენიმე კვირის წინ საზოგადოებას ვუთხარი, შევპირდი, რომ სასიამოვნო ინფორმაციას გავაცნობდი რამენიმე კვირაში და დღეს მინდა გაცნობოთ, რომ წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები „ბორჯომის“ აქციონერებთან და ჩვენი სახელმწიფო, საქართველოს მთავრობა გახდება აქციონერი იმ ჯგუფის, რომელიც „ბორჯომის“ ქარხნის მეპატრონეა.

ეს არის უსასყიდლო გარიგება - ჩვენ უსასყიდლოდ გადმოგვეცემა აქციები და ამის შემდეგ, სწორედ ჩვენი სახელმწიფო გახდება „ბორჯომის“ ქარხნის, ჩვენი ეროვნული სიმდიდრის, სიამაყის თანამფლობელი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ყველა პრობლემა, რომელიც „ბორჯომს“ და მის თანამშრომლებს ოპერირებასა და მართვაში ჰქონდა, მოიხსნება.

„ჩვენ აღნიშნული საკითხი შევათანხმეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რეგულატორებთანაც გვქონდა კონსულტაციები დიდ ბრიტანეთში და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს გარიგება გაფორმდა საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით. მინდა მადლობა გადავუხადო ეკონომიკის და იუსტიციის სამინისტროებს, რომლებმაც ძალიან აქტიურად, ნაყოფიერად იმუშავეს ამ გარიგების წარმატებით დასასრულებლად.

ვულოცავ „ბორჯომის“ თითოეულ თანამშორმელს. მე ვიცი, რომ რამდენიმე ათეული თანამშრომელი მიიჩნევს, რომ უსამართლოდ მოექცა ადგილობრივი კომპანია. 50 თანამშრომლის გაშვება მოხდა. მას შემდეგ, რაც სახელწმიფო გახდება ამ საწარმოს თანამფლობელი, რა თქმა უნდა, უფრო აქტიურად ჩავერთვებით და ყველა პრობლემას მოვაგვარებთ. მინდა ჩვენს ამ თანამოქალაქეებს მივმართო: არცერთი არ დარჩება სიმართლის გარეშე, არცერთი თანამშრომელი არ დაიჩაგრება. ვიცი, რომ გარკვეული კითხვები არსებობდა. ამ ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის და შრომის მინისტრებს, ლევან დავითაშვილს და ზურაბ აზარაშვილს მიმართა აქტიურად ჩაერთვნენ ამ პროცესში.

„ჯობია, ეს საკითხი ბოლომდე მიიყვანოთ რაც შეიძლება მალე, რათა ხალხს არ ჰქონდეს განცდა, რომ უსამართლოდ იჩაგრება ვინმე. მათი ყველა სამართლიანი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფლიდეს და არ უნდა იყოს ხმაური“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“ საერთაშორისო კომპანია IDS Borjomi International-ის ნაწილია, რომელიც რუსეთში ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური და საინვესტიციო კონსორციუმის, Alfa Group-ის შემადგენლობაშია. Alfa Group-ის დამფუძნებელი მილიარდერი ოლიგარქი მიხაილ ფრიდმანია, რომლის წინააღმდეგაც დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა სანქციები დააწესა.

Alfa Group-მა „ბორჯომის“ საკონტროლო პაკეტი, ანუ აქციების 60%, 2013 წელს ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისგან 460 მილიონ დოლარად შეისყიდა. ამჟამად, პატარკაციშვილების ოჯახს კომპანიაში 40%-იანი წილი აქვს.

აპრილის ბოლოს, უკრაინაში მიმდინარე ომის და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო, ქარხნების დახურვის შესახებ განაცხადა. 19 პარილს „IDS ბორჯომი საქართველომ“ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, რომლითაც კომპანიის მფლობელი გამოხატავდა მზადყოფნას მთავრობისთვის აქციების ნაწილის უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე.

 

ამ თემაზე:

„ბორჯომის“ გაფიცულმა თანამშრომლებმა ქარხნების პიკეტირება დაიწყეს

გაფიცვა ბორჯომში: „ხელფასების გაზრდის მოთხოვნა წარმოების პროცესის დაზიანების მცდელობაა“

„ბორჯომის“ 49 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]