weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

10:27 პარასკევი, 15 სექტემბერი 2017

საქართველოს სკოლებში დღეს ახალი სასწავლო წელი დაიწყო. წელს საჯარო და კერძო სკოლებში 575 000 მოსწავლე მივიდა, აქედან პირველკლასელი 56 300-ია, მათგან 50 300 საჯარო სკოლებშია დარეგისტრირებული, 6 000 კი - კერძოში.

უფასო სახელმძღვანელოებს საჯარო სკოლის პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით ყველა მოსწავლე მიიღებს. ასევე, სახელმძღვანელოები უფასოდ გადაეცემათ კერძო სკოლის სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 001-ზე ნაკლებია. 15 სექტემბერს, ყველა საჯარო სკოლის პირველ კლასელს ასევე პორტაბელური კომპიუტერი გადაეცემა საჩუქრად.

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს 13 მცირე კონტიგენტიანი საჯარო სკოლის მშენებლობა. აქედან, პირველ ეტაპზე, სასწავლო წლისთვის ერთი ახალი საჯარო სკოლის გახსნა იგეგმება. 2017 წლის ბოლომდე კი 5 სკოლის მშენებლობა დასრულდება.

საქართველოში მდებარე 2 085 საჯარო სკოლიდან დღეის მდგომარეობით, დასრულებულია 22 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია. სარეაბილიტაციო სამუშაოები 91 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს. 2017 წლის ბოლომდე ათასწლეულის ფონდის მიერ რეგიონებში 30 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მოხდება.

2018 წლის ბოლომდე კი კიდე 29 სკოლა სრულად რეაბილიტირდება. საბოლოოდ, 2019 წლისთვის სულ 100-მდე სკოლა იქნება ინფრასტრუქტურულად სრულად აღჭურვილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]