weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გურჯაანში მხიარულთა და საზრიანთა სასკოლო ჩემპიონატი დაიწყო

17:47 ოთხშაბათი, 15 ივნისი 2022

მხიარულთა და საზრიანთა სასკოლო ჩემპიონატი დაიწყო, რომელშიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის 14-მა საჯარო სკოლის გუნდმა მიიღო მონაწილეობა. 

პირველ ტურში 14-მა საჯარო სკოლის გუნდმა მიიღო მონაწილეობა, საიდანაც ჟიურის შეფასებების შედეგად, მომდევნო ტურში 10 გუნდი გადავიდა:

  • სოფელი გურჯაანი - ქამბექი;
  • სოფელი ვეჯინი - კრეატიული;
  • სოფელი ბაკურციხე - ადრენალინი;
  • სოფელი ველისციხე - ანტიკვარი კახელები;
  • სოფელი ახაშენი - შავი პრინცის ძმები;
  • სოფელი ვაზისუბანი - Boom;
  • სოფელი მუკუზანი - სი ჩერტო მუკუზანი;
  • ქალაქ გურჯაანის პირველი საჯარო სკოლა - პიკი;
  • ქალაქ გურჯაანის მე-2 საჯარო სკოლა - უნივერსალი;
  • ქალაქ გურჯაანის მე-4 საჯარო სკოლა - წიოკი;

ჟიურის წევრები იყვენენ: მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ხელმძღვანელი სოფია ბანძავა, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი თამარ ფურცელაძე, გიორგი გაჩეჩილაძე და ზურაბ გაჩეჩილაძე „შონზო“.

კონცერტს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი ესწრებოდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად. 

გურჯაანში, მხიარულთა და საზრიანთა გუნდები, საქართველოს პარლამენტის წევრის, მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივით, 2018 წელს ჩამოყალიბდა და სასკოლო ჩემპიონატი ყოველწლიურად იმართება.

[R] გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]