weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გურჯაანში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნა

18:00 ოთხშაბათი, 15 ივნისი 2022

ღონისძიებას გურჯაანის სპორტკომპლექსმა უმასპინძლა, სადაც გაიმართა სპორტული შეჯიბრებები - მაგიდის ჩოგბურთში, მკლავჭიდსა და გარბენში. ღონისძიებაში მონაწილეობა, ბენეფიციარებთან ერთად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ უტიაშვილმა მიიღო.

„ვფიქრობ, ძალიან კარგი და სახალისო დღე მოვუწყვეთ ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს. ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიების გამართვა და მათი მხარდაჭერა სხვადასხვა ფორმით, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში მათ სრულფასოვან ინტეგრაციას და სოციალიზაციას“ - განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, ზურაბ უტიაშვილმა. 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება კონცერტით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობდნენ - ტატო გოდერძიშვილი, ნათია ქოროღლიშვილი და ფოლკლორული ანსამბლი „ხარება“. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ თითოეული ბენეფიციარი სასაჩუქრე ნაკრებით დაასაჩუქრა. კომპანია „გურჯაანის ნაყინი“ კი, ღონისძიების მონაწილეებს, ტრადიციულად, ნაყინით გაუმასპინძლდა.

14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღედ, პარლამენტის მიერ, 2000 წელს გამოცხადდა. ამ დღის მიზანია, შშმ პირების სოციალური იზოლაციის დაძლევა, საზოგადოებაში მათ მიმართ არსებული სტერეოტიპების რღვევა და მათი რეალური შესაძლებლობების წარმოჩენა.

[R] გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]