ქალების საშუალო ხელფასი 1184.8 ლარით, ხოლო კაცების - 1695.4 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 161.9 ლარი (15.8%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 221.9 ლარი (15.1%).
საქსტატის თანახმად, საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატება ქალების ხელფასს.
საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის პირველ კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 196.1 ლარით (15.3%) გაიზარდა და 1479.7 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ხელოვნება, გართობა და დასვენების (2468.1 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 6.4%-ით), ასევე ინფორმაცია და კომუნიკაციის (2380.8 ლარი, გაიზარდა 8.0%-ით) დარგებში ფიქსირდება.
საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასია შემდეგ დარგებში:
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3037.5 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 24.1%-ით);
- ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2339.9 (გაიზარდა 8.3%-ით);
- პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1963.5 ლარი (გაიზარდა 9.1%-ით);
- სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება – 1900 ლარი (გაიზარდა 15.9%-ით).
საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით თბილისი და მცხეთა-მთიანეთის რეგიონი ლიდერობენ. მაგალითად, თბილისში საშუალო ხელფასი 1675 ლარია, კახეთის რეგიონში 969 ლარი, ხოლო რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 772 ლარი.