weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

საქსტატი: ქალების საშუალო ხელფასი 1184 ლარია, კაცების – 1695

13:32 ხუთშაბათი, 16 ივნისი 2022

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.1%-ით (190.3 ლარით) გაიზარდა და 1446.5 ლარი შეადგინა.

ქალების საშუალო ხელფასი 1184.8 ლარით, ხოლო კაცების - 1695.4 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 161.9 ლარი (15.8%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 221.9 ლარი (15.1%).

საქსტატის თანახმად, საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატება ქალების ხელფასს.

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის პირველ კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 196.1 ლარით (15.3%) გაიზარდა და 1479.7 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ხელოვნება, გართობა და დასვენების (2468.1 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 6.4%-ით), ასევე ინფორმაცია და კომუნიკაციის (2380.8 ლარი, გაიზარდა 8.0%-ით) დარგებში ფიქსირდება.

საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასია შემდეგ დარგებში:

  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3037.5 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 24.1%-ით);
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2339.9 (გაიზარდა 8.3%-ით);
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1963.5 ლარი (გაიზარდა 9.1%-ით);
  • სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება – 1900 ლარი (გაიზარდა 15.9%-ით).

საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით თბილისი და მცხეთა-მთიანეთის რეგიონი ლიდერობენ. მაგალითად, თბილისში საშუალო ხელფასი 1675 ლარია, კახეთის რეგიონში 969 ლარი, ხოლო რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 772 ლარი. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]