weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პოლონეთის სეიმის ვიცი-სპიკერი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვეს

13:46 პარასკევი, 17 ივნისი 2022

პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილეს, მალგორჟატა გოშიევსკას კლინიკა „ვივამედში“ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ნახვის შესაძლებლობა არ მისცეს. ამის შესახებ გოშიევსკამ კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავეცკის თანდასწრებით მისცა პირობა, რომ სააკაშვილის მონახულებას შეძლებდა.

„მორიგ ჯერზე უარი მითხრეს პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრაზე მიუხედავად იმისა, რომ ეს პირობა მომცა პრემიერმა ღარიბაშვილმა პრემიერ მორავეცკის თანდასწრებით. საერთოდ,

ევროპული დემოკრატიის პრინციპებში არ ჯდება ის, რომ პატიმრობაში იყოს და დასჯილ იქნას ყოფილი პრეზიდენტი, დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი.

მიხეილ სააკაშვილი იყო დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი და მგონი, ეს არის პირველი შემთხვევა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი იმყოფება საპატიმროში ეროვნული, ანუ ქართული სასამართლოს მიერ მისჯილი სასჯელით“,  – განაცხადა მალგორჟატა გოშიევსკამ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილთან საერთაშორისო ექიმთა ჯგუფის არ დაშვება და საზღვარგარეთ სამკურნალოდ არ გაშვება, ბარბაროსული აქტია.

„პოლონეთმა არაერთხელ განაცხადა სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე პრეზიდენტ სააკაშვილის სამკურნალოდ მიღებაზე თანხმობა და მზაობა. ერთი ოლიგარქის სურვილის გამო მთელი მსოფლიოს თვალწინ იღუპება ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი“, – აღნიშნა გოშიევსკამ.

ამ საკითხზე განცხადება გაავრცელა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ამბობს, რომ მასთან საქარველოს მთავარი მოკავშირისა და მხარდამჭერის – პოლონეთის ერთ-ერთი ლიდერის არ შეშვება „ქვის ხანის ველურების გადაწყვეტილებაა და არა თანამედროვე ევროპელების“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]