weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დღეს აქცია „შინ ევროპისკენ“ გაიმართება

10:28 ორშაბათი, 20 ივნისი 2022
ფოტოზე - „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ლიდერი შოთა დიღმელაშვილი ფოტოზე - „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ლიდერი შოთა დიღმელაშვილი

დღეს, 18 ივნისს, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, საპროტესტო აქცია „შინ ევროპისკენ“ გაიმართება. სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ მიერ ორგანიზებული შეკრება 20:00 საათზე დაიწყება და მას ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებიც შეუერთდებიან.

აქცია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებამდე იმართება.

„საქართველოს მოქალაქეები შესაძლოა ბევრ საკითხზე ვერ ვთანხმდებოდეთ, მაგრამ თავისუფლება, მშვიდობა, ეკონომიკური მდგრადობა, ადამიანების უფლებების დაცვა და სამართლიანობა ის ღირებულებებია, რომლებიც გვაერთიანებს და რომელთა გარანტიც სწორედ ევროკავშირთან ინტეგრაციაა. სწორედ ამიტომ, ევროკავშირის პასუხის მოლოდინში, 20 ივნისს, 20:00-ზე, შევიკრიბებით პარლამენტის წინ და ვაჩვენებთ მსოფლიოს ქართველი ხალხის ერთგულებას ევროპული არჩევანისა და დასავლური ღირებულებებისადმი“, – ნათქვამია „სირცხვილიას“ განცხადებაში.

ორგანიზატორების ინფორმაციით, აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართავენ სამოქალაქო საზოგადოების, უკრაინის ხელისუფლებისა და ევროკავშირის წარმომადგენლები. 21:00 საათზე, აქციის მონაწილეები მსვლელობით გაემართებიან ევროპის მოედნისკენ, სადაც ღონისძიების დასკვნითი ნაწილი გაიმართება.

17 ივნისს ევროკომისიამ საქართველოს არ მისცა რეკომენდაცია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე და მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე, ქვეყანა წევრობის პერსპექტივა უნდა მიეცეს, რაც იმას ნიშნავს, რომ კანდიდატის სტატუსი მისაღებად 6 თვეში მთელი რიგი პირობების შესრულება იქნება საჭირო. ევროკომისიის მოსაზრებების გათვალისწინებით, საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო, 23-24 ივნისს მიიღებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]