weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თეა წულუკიანის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს

13:55 ოთხშაბათი, 22 ივნისი 2022

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) და ხელოვნების მუზეუმის ყოფილმა მმართველმა, ეკატერინე კიკნაძემ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს. ისინი ეროვნულ მუზეუმში კვლევითი საქმიანობის მიზნებისთვის მკვლევართა დაშვების წესს ასაჩივრებენ.

2022 წლის თებერვალში, თეა წულუკიანის ბრძანების საფუძველზე, ეროვნული მუზეუმის დებულებაში ცვლილება შევიდა, რის შედეგადაც ნებისმიერ მუზეუმში, კვლევითი საქმიანობის მიზნებისთვის, დაინტერესებული პირის, მათ შორის მუზეუმთა გაერთიანებაში დასაქმებული თანამშრომლის, დაშვება შესაძლებელია მხოლოდ დირექტორატის გადაწყვეტილებით. დირექტორატის გადაწყვეტილების შესახებ უნდა ეცნობოს სამინისტროს.

როგორც საია განმარტავს, სადავო ნორმა ეროვნული მუზეუმის დირექტორატს ანიჭებს მკვლევართა მუზეუმში დაშვების გადაწყვეტის უფლებამოსილებას, თუმცა არ განსაზღვრავს რა კრიტერიუმების მიხედვით უნდა მოხდეს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება. სახელმძღვანელო კრიტერიუმები არც სხვა საკანონმდებლო აქტებით არის განსაზღვრული.

„ასეთ შემთხვევაში დირექტორატის უფლებამოსილება არის შეუზღუდავი, რაც წარმოშობს მისი მკვლევრების საწინააღმდეგოდ ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვითხოვთ გასაჩივრებული ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18-ე მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, რომლითაც დაცულია საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლება“, – აცხადებს საია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]