ვიდეოში ჩანს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ახალგაზრდა მამაკაცს ხელის კვრითა და თმის ქაჩვით აძევებენ გულშემატკივართა ფლიგელიდან. მოქალაქე მათ წინააღმდეგობას არ უწევს.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში განაცხადეს, რომ ფაქტის შესწავლა დაწყებულია და მიმდინარეობს ინციდენტში მონაწილე პირების იდენტიფიცირება.