weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

რას ვაკეთებთ ჩვენ უკეთესი მომავლისთვის?!

22:11 ოთხშაბათი, 22 ივნისი 2022

2022 წელს, კომპანია „ორიფლეიმი“ Financial Times-ის და Statista- მიერ დასახელდა როგორც კლიმატის ლიდერი კომპანია პერსონალური და საყოფაცხოვრებო საქონლის სექტორში, იმ ევროპულ კომპანიებს შორის, რომელთაც მნიშვნელოვნად შეამცირეს სასათბურე გაზების ემისია 2015–2020 წლებში. გასულ წელთან შედარებითორიფლეიმი რეტინგში დაწინაურდა და ამჟამად #1 ადგილს იკავებს.

„ჩვენთვის, როგორც შვედური ბრენდისთვის, გარემოსდაცვითი თემები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენი გრძელვადიანი მიზანია გავხდეთ კომპანია, რომელიც სრულად შეესაბამება მდგრადი განვითარების პრინციპებს. ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა დავიცვათ გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ და წვლილი შევიტანოთ საზოგადოების ყველა ფენის განვითარებაში. სწორედ ამიტომ, პროდუქციისა და შესაფუთი მასალების შექმნისას, ვცდილობთ გამოვიყენოთ ბუნებრივი ინგრედიენტები, რომლებიც აკმაყოფილებენ ყველაზე მკაცრ ეკოლოგიურ ნორმებს და არ აზიანებენ გარემოს. ეკო-მეგობრულია ყველა ჩვენი ბიზნეს ოპერაცია რომელსაც ვახორციელებთ მსოფლიოს მასშტაბით, „ორიფლეიმმა“ დარგო 7 მილიონამდე ხე 2019 წლის შემდეგ ტყის აღდგენისა და დაცვის პროექტის ფარგლებში და გვაქვს მრავალი სხვა ინიციატივა რომელზეც ყოველდღიურად ზრუნავს კომპანია“ - განაცხადა სოფიო ბურძგლამ, „ორიფლეიმ“ საქართველოს მარკეტინგის და გაყიდვების მხარდაჭერის მენეჯერმა.

პასუხისმგებლიანი მიდგომა გარემოს დაცვის მიმართ აისახება ჩვენს CSR პროექტებზეც და ამის ერთ-ერთი შესანიშნავი მაგალითია 2022 წელს კომპანია „ორიფლეიმსა“ და პროექტდავიცვათ საქართველოს სისუფთავე“- შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. პროექტი საქართველოში შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება და უამრავ საინტერესო ინიციატივას მოიცავს. მათ შორის არის ეკო-სკოლების საერთაშორისო პროგრამა, რომელიც დაკავშირებულია 2015-2030 წლების მდგრადი განვითარების მიზნებთან.

პროგრამის ფარგლებში, საქართველოს საჯარო სკოლების მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ჯერ კიდევ შარშან, გამოცხადდა საინტერესო კონკურსიგაამწვანე შენი სკოლის ეზო“. კონკურსის მიზანი იყო მოსწავლეებს საკუთარი სკოლების ეზო დაესუფთავებინათ და გაემწვანებინათ. პროცესში კი - მცენარეების დარგვისა და მოვლის ეტაპებს დაკვირვებოდნენ, გაცნობოდნენ, მათზე ზრუნვა ყოველდღიურ ჩვევად ექციათ და ხელი შეეწყოთ გლობალური პრობლემის, კლიმატის ცვლილების შერბილებას

„ორიფლეიმ“ საქართველო კონკურსის პარტნიორი ორგანიზაციაა, ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ სკოლების ნამუშევრების შეფასებაში და რა საკვირველია წავახალისეთ გამარჯვებული სკოლები და მოსწავლეები სპეციალური პრიზებით.“

22 მაისს, ბიომრავალფეროვნების მსოფლიო დღეს გამოავლინდა 6 გამარჯვებული სკოლა და 9 ივნისიდან-16 ივნისამდე ამ სკოლებში ჩატარდა დაჯილდოვების ცერემონიალი, გადაეცათ საჩუქრები და მოეწყო შემეცნებითი კუთხეები.

ნომინაციაში გაამწვანე სკოლის ეზო გაიმარჯვეს:

  • სოფელ გურნის საჯარო სკოლამ
  • ახმეტის #2 საჯარო სკოლამ
  • სოფელ დეხვირის საჯარო სკოლამ

ნომინაციაში დასუფთავებული სკოლის ტერიტორია გაიმარჯვეს:

  • სოფელ გუბის საჯარო სკოლამ
  • თბილისის #149 საჯარო სკოლამ
  • ამბროლაურის #1 საჯარო სკოლამ

გამარჯვებულ სკოლებსდავიცვათ საქართველოს სისუფთავისსახელით სპეციალური სიგელები და ეკო-საჩუქრები გადაეცათ, კომპანია „ორიფლეიმმა“ კი მათ შემეცნებითი კუთხე მოუწყო და შესაბამისი ლიტერატურაც გადასცა საჩუქრად.

[R] კომპანია „ორიფლეიმის“ ინფორმაცია 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]