weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დარიალის ხეობაში სტიქიის გამო საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ პარალიზებულია

11:49 ორშაბათი, 27 ივნისი 2022
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ფოტო საავტომობილო გზების დეპარტამენტის ფოტო

დარიალის ხეობაში არსებული რთული მეტეოროლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, შექმნილი საგანგებო სიტუაციის გამო, „ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურები შეჩერებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, უხვი ნარექების შედეგად თერგი და დევდორაკი ადიდდა. მდინარეებმა რუსეთის ფედერაციის საზღვართან ახლოს (დარიალი-ლარსის 165-ე კილომეტრი), საქართველოსა და რუსეთის დამაკავშირებელი საერთაშორისო მნიშვნელობის გზის მონაკვეთი დააზიანა.

„საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები ვერ განხორციელდება“, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, საბაჟო გამშვები პუნქტის თანამშრომლები თანამშრომლები და მგზავრები გადაყვანილი უსაფრთხო ადგილზე არიან გადაყვანილი.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, მდინარე თერგის ადიდების შედეგად მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე (ნეიტრალური ზონა), გზის 80 მეტრამდე მონაკვეთია დაზიანებული. შესაბამისად, ამ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]