weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა გვაქვს იმ ფონზე, როცა მსოფლიო ბაზრები ინგრევა – ღარიბაშვილი

12:10 ორშაბათი, 27 ივნისი 2022

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს „ძალიან მაგარი“ და „უპრეცედენტო“ ეკონომიკური ზრდა აქვს. ამ საკითხზე მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

„გვაქვს ძალიან მაგარი ეკონომიკური ზრდა. წინასწარი მონაცემებით, რაც ფინანსთა მინისტრისგან მივიღე, თუმცა ველოდებით საქსტატის ოფიციალურ მონაცემებს, მაისშიც ველოდებით ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას.

გამოდის, რომ ხუთ თვეში გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ეს მართლაც უპრეცედენტოა ევროპაში იმ ფონზე, როდესაც, რეალურად, ინგრევა მსოფლიო ბაზრები, ეკონომიკა რეცესიას განიცდის და ზოგადად, პრობლემაა ყველგან - უკრაინის ომის ფონზე, ყველა ქვეყანას აქვს გამოწვევა.

ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ ხუთ თვეში გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. წელს, პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართულებით გვაქვს რეკორდული მაჩვენებელი. იზრდება ტურიზმი, ვაჭრობა, ექსპორტი, ლარი გამყარებულია - ყველა მიმართულებით გვაქვს პოზიტიური დინამიკა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ეკონომიკური ზრდა შენარჩუნდება და მთავრობა „არცერთ დესტრუქციულ ძალას არ მისცეს საშუალებას, ეს პროცესი რამენაირად შეაფერხოს“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]