საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ფშავში მეორე დღეა დაკარგულ ტურისტს ეძებს, რომელიც გუშინ ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე მოტოციკლით გადაადგილდებოდა და ხევიდან გამოვარდნილმა ღვარცოფმა მდინარე არაგვში გაიტაცა. შემთხვევის ამსახველი ვიდეომასალა თვითმხილველმა შოთა ჭინჭარაულმა გაავრცელა.
„მთის ამბები“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს არაერთხელ დაუკავშირდა, სადაც, ვიდრე გამოცემა დეტალებს ადგილობრივებზე დაყრდნობით არ დააზუსტებდა, არ ადასტურებდნენ, რომ ფშავში ცხედარია ნაპოვნი. ცხედრის იდენტიფიცირება მას შემდეგ მოხდება, რაც მის გამოტანას შეძლებენ.