weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბლოგერმა ინსა ლანდერმა ლიეტუვაში გამგზავრება შეძლო, რუსეთმა მასზე ძებნა გამოაცხადა

13:37 ოთხშაბათი, 29 ივნისი 2022

რუსეთის ფედერაციიდან გაქცეული ბლოგერი ინსა ოგუზი (იგივე, ინსა ლანდერი), რომელსაც საქართველოს ხელისუფლება საზღვარზე არ უშვებდა, უსაფრთხო ქვეყანაშია. ბლოგერი სოციალურ ქსელებში ლიეტუვიდან წერს, რომ თავისუფალია. დღესვე ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა მასზე ძებნა გამოაცხადა.

„28 ივნისს, 23:15 საათზე ჩამოვედი უსაფრთხო ქვეყნის ტერიტორიაზე. თავისუფალი ვარ“, – წერს ინსა ლანდერი.

რუსეთის ხელისუფლების მიერ დევნილი ბლოგერი დარიალის სასაზღვრო გამშვები პუნქტით საქართველოში შემოსვლას 12 ივნისიდან ითხოვდა. როგორც ის ამბობდა, სწორედ ამ დღეს გაიქცა შინაპატიმრობიდან და რუსეთის მხარეს მდებარე ზემო ლარისის სასაზღვრო პუნქტის გავლა მოახერხა. მას შემდეგ ის ნეიტრალურ ზონაში რჩებოდა.

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა ინსა ლანდერი ყაბარდო-ბალყარეთის ქალაქ ბაქსანში 2021 წლის დეკემბერში დააკავა და ბრალად ტერიტორტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ თანამშრომლობა წარუდგინა. კერძოდ, მას ედავებიან, რომ 2014 წელს თავისი მეგობრის ტერორისტულ ორგანიზაციაში გადაბირებას ცდილობდა. ინსა ლანდერის წინააღმდეგ ჩვენება ახალგაზრდა კაცმა მისცა, რომელიც, როგორც ბლოგერი ამბობს, ინტერნეტში გაიცნო და ოთხი დღის განმავლობაში სწერდა. ინსა ლანდერი ბრალს არ აღიარებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბლოგერს სწორედ ამ საქმის გამო არ უშვებდა ქვეყანაში. ლიეტუვის ელჩმა ანდრიუს კალინდრამ განაცხადა, რომ ლიეტუვა მზად იყო ინსა ლანდერისთვის თავშესაფარი მიეცა, თუმცა მანამდე ის საქართველოში უნდა შემოეშვათ.

განახლება: არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“, რომელიც ინსა ლანდერის საქმეზე მუშაობდა, აცხადებს, რომ ბლოგერს ე.წ. ნეიტრალური ტერიტორიის დატოვების და საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შესაძლებლობა შინაგან საქმეთა სამინისტრომ 27 ივნისს მისცა. როგორც „უფლებები საქართველოში“ აცხადებენ, მათთვის უცნობია გარემოებები, თუ რამ მიიყვანა შსს ამ გადაწყვეტილებამდე. ამასთან, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ მათ მიმართული ჰქონდათ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის და ითხოვდნენ, რომ დროებითი ღონისძიების გამოყენებით მომხდარიყო ინსა ლანდერისთვის თავშესაფრის პროცედურებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. „უფლებები საქართველოს“ ინფორმაციით, 22 ივნისს, ევროსასამართლომ სახელმწიფოს გამოუგზავნა კითხვები და პასუხების წარდგენის საბოლო ვადად 29 ივნისი განუსაზღვრა. ამ ვადის ამოწურვამდე, სახელმწიფომ ინსა ლანდერის საქართველოში შემოშვების გადაწყვეტილება მიიღო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]