მოძრაობა შეუძლებელია 106-კილომეტრიანი გზის კიდევ ერთ მონაკვეთზე. როგორც გზების დეპარტამენტში აცხადებენ, მე-20 და 22-ე კილომეტრზე (სოფელ კანატიას გადასახვევთან) მეწყრული პროცესები განვითარდა, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე, მეწყერის სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარებამდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
„ადგილზე მუშაობს სპეციალური ტექნიკა და წინასწარი ვარაუდის მიხედვით, დღეისთვის, ცალმხრივ რეჟიმში შესაძლებელია აღდგეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.