weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

2021 წელს საქართველოში სიკვდილის მიზეზებს შორის კოვიდი მეორე ადგილზე იყო

12:46 ხუთშაბათი, 30 ივნისი 2022

2021 წელს საქართველოში 59 906 ადამიანი გარდაიცვალა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გარდაცვალების მიზეზებს შორის ჭარბობს სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები, რომელზეც გარდაცვლილთა 37% მოდის, კორონავირუსით გამოწვეული დაავადება (18.8%) და სიმსივნეები (12.8%).

გასულ წელს, სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობებით გარდაცვლილთა რაოდენობა 30 ადამიანით გაიზარდა და 22 156 შეადგინა. სიმსივნით გარდაიცვალა 7640 ადამიანი, რაც 446-ით ნაკლებია 2020 წლის მონაცემებზე. კორონავირუსმა 11 280 ადამიანი იმსხვერპლა, მაშინ როდესაც 2020 წელს ეს მაჩვენებელი 2587-ს შეადგენდა.

გარდაცვლილთა რიცხოვნობა გარდაცვალების სხვა მიზეზების მიხედვით ასეთია:

  • სასუნთქი სისტემის ავადმყოფობები - 3709
  • კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევებით გამოვლენილი სიმპტომები, ნიშნები და გადახრები ნორმიდან, რომლებიც არ არის შეტანილი სხვა რუბრიკებში - 7350
  • ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების ზოგიერთი სხვა შედეგი - 2013
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის ავადმყოფობები - 1588
  • ენდოკრინული სისტემის, კვებისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოწვეული ავადმყოფობები - 1268
  • ნერვული სისტემის ავადმყოფობები - 702
  • ზოგიერთი ინფექციური და პარაზიტული ავადმყოფობა - 632
  • შარდ-სასქესო სისტემის ავადმყოფობები - 568
  • სისხლისა და სისხლმბადი ორგანოების ავადმყოფობები და იმუნური მექანიზმის ჩათრევით გამოწვეული ზოგიერთი დარღვევა - 347
  • პერინატალურ პერიოდში განვითარებული ზოგიერთი მდგომარეობა - 279
  • თანდაყოლილი ანომალიები (განვითარების მანკები), დეფორმაციები და ქრომოსომული დარღვევები - 114
  • ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები - 154 (2020 წელს ამ მიზეზით 76 ადამიანი გარდაიცვალა
  • კანისა და კანქვეშა ქსოვილის ავადმყოფობები - 41
  • ორსულობა, მშობიარობა და ლოგინობის ხანა - 41 (2020 წელს ეს მაჩვენებელი 19 იყო)
  • ძვალ-კუნთოვანი სისტემისა და შემაერთებელი ქსოვილის ავადმყოფობები - 24

40 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობაში გარდაცვალების მიზეზებს შორის 2021 წელს დომინირებს სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადება. 15-19, 20-24 და 25-29 ასაკობრივ ჭრილში გარდაცვლილთა 50%-ზე მეტის გარდაცვალების მიზეზი გახდა ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების სხვადასხვა შედეგები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]