weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

თიბისიმ USAID-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

12:47 ხუთშაბათი, 30 ივნისი 2022

თიბისიმ, განახლებადი ენერგიის ინვესტიციების შესახებ, USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველოყოფის პროგრამის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

კონფერენციის მთავარი მიზანია, საქართველოში განახლებადი ენერგიის წყაროების პროექტების შესაძლებლობების წახალისება, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ახალი გენერაციის ობიექტებისა და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნას.

ენერგეტიკულ სექტორში ინვესტიციების და ინსტიტუციური შესაძლებლობების ცნობიერების ამაღლების და კერძო ინვესტორების ჩართვის მიზნით, პროგრამა ეხმარება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გამოავლინოს სამომავლო პროექტები და გამართოს კონფერენციები/გაცნობითი ღონისძიებები დეველოპერებისთვის, ფინანსური ინსტიტუტებისთვის, ინვესტორებისთვის და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაინტერესებულმა მხარეებმა, საქართველოს მთავრობის, სახელმწიფო კომპანიების, საელჩოებისა და ფინანსური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, დეველოპერებმა, ინვესტორებმა და დონორებმა ერთმანეთს საკუთარი შეხედულებები გაუზიარეს. ასევე, იმსჯელეს განახლებადი ენერგიის წყაროების პროექტების პერსპექტივების, მოსალოდნელი ენერგეტიკული ბაზრის სტრუქტურის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუციების ხედვების, ელექტროენერგიით რეგიონული ვაჭრობის შესაძლებლობებსა და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხების შესახებ.

„USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა ხელს უწყობს საქართველოს მთავრობას განახლებადი ენერგიის საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაში. პროგრამა მჭიდროდ თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო კერძო სექტორის წარმომადგენლებთან იმისთვის, რომ ქვეყანაში გამოვლინდეს და განხორციელდეს საინტერესო და პერსპექტიული სუფთა ენერგიის პროექტები. ელექტროენერგეტიკულ სექტორში მიმდინარეობს არაერთი რეფორმა, რომელიც საჭიროებს მუდმივ კომუნიკაციას საზოგადოების ყველა ჯგუფთან, მათ შორის პირველ რიგში ინვესტორებთან. განახლებადი ენერგიის ინვესტიციების შესახებ კონფერენცია ემსახურება დაინტერსებული მხარეების ინფორმირებულობას და მიზნად ისახავს რესურსების მობილიზებას განახლებადი ენერგიის წარმოებისა და ქსელში ინტეგრაციისათვის. კონფერენცია ხელს შეუწყობს ურთიერთობების გამყარებას პოტენციურ ინვესტორებს, საფინანსო ინსტიტუტებსა და ბიზნესებს შორის“, - განაცხადა ივანე პირველმა, USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველოყოფის პროგრამის ხელმძღვანელმა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნულ კონფერენციაში ჩართულობა, ვინაიდან  მსგავსი ღონისძიებები ინფორმაციის გავრცელებასა და განახლებადი ენერგიის წარმოებისთვის რესურსების მობილიზებას უწყობს ხელს. ენერგეტიკის სექტორის მხარდაჭერა თიბისისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რადგან ამ მიმართულებას ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. იმისთვის, რომ ქვეყანამ გაიუმჯობესოს ენერგოუსაფრთხოება და შეამციროს იმპორტირებულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულება, მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ ქვეყანაში უხვად არსებული განახლებადი რესურსი. აუთვისებელი რესურსიდან გამომდინარე, საქართველოში განახლებადი ენერგიის პროექტების მშენებლობის პოტენციალი ძალიან დიდია. ჯამში, თიბისის დაფინანსებული აქვს 30 ჰიდროელექტროსადგური - ჯამური დადგმული სიმძლავრით 267 MW. აქედან უკვე ოპერირებს 100 MW, 167 MW სიმძლავრის სადგურები კი მშენებლობის ეტაპზეა, რაც საქართველოს ჯამური განახლებადი სადგურების 8%-ს შეადგენს. თიბისის მხარდაჭერით, სექტორში 260 მილიონი დოლარის ინვესტიცია ხორციელდება, საიდანაც თიბისის სასესხო პორტფელი 182 მილიონ დოლარს შეადგენს“, - განაცხადა გიორგი თხელიძემ, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილემ.

[R] თიბისი ბანკის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]