weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

სარფთან ახლოს, თურქეთის მხარეს კლდე ჩამოიშალა – დაიღუპა ტრაილერის მძღოლი

13:05 პარასკევი, 01 ივლისი 2022

თურქეთში, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტიდან რამდენიმე კილომეტრში, კლდიდან მოწვეტილი ლოდები რიგში მდგარ სატვირთო მანქანებს დაეცა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა ხოფასა და ქემალფაშას შორის დილის საათებში მოხდა.

ართვინის გუბერნატორის ინფორმაციით, ლოდების ქვეშ ოთხი სატვირთო მოჰყვა. დაშავებულია ორი ადამიანი და ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. გუბერნატორის თანახმად, დაღუპული მძღოლი აზერბაიჯანიდან იყო.

მომხდარის გამო გზატკეცილზე მოძრაობა ორმხრივად აიკრძალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]