weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თიბისიმ კიბერუსაფრთხოების შესახებ ფორუმს უმასპინძლა

14:08 პარასკევი, 01 ივლისი 2022

ჟურნალ The Economist-ის წლიური გამოცემის და კომპანია „სპექტრის“ ორგანიზებითა და თიბისის მხარდაჭერით 30 ივნისს, თიბისი კონცეფტის სივრცეში გაიმართა ფორუმი „კიბერუსაფრთხოება ბიზნესისთვის“.

ფორუმის მიზანი კიბერუსაფრთხოებით დაინტერესებულ პირებს შორის საკითხის მიმართ ცნობიერების ამაღლება და ინდუსტრიული ტრენდების და საერთაშორისო სტანდარტების გაცნობა იყო; ასევე, 2021 წელს ძალაში შესული „კანონის ინფორმაციული უსაფრთხოების“ განხილვა.

დარგის ექსპერტებმა სხვადასხვა ორგანიზაციებიდან ბიზნეს სექტორში გადაწყვეტილების მიმღებებთან კიბერუსაფრთხოების სფეროს ირგვლივ არსებული აქტუალური საკითხების, ტრენდების, ახალი საფრთხეების, შესაძლებლობების და პრობლემის მოგვარების გადაჭრის გზების შესახებ დისკუსია გამართეს.

პანელური დისკუსიები შემდეგ თემებზე გაიმართა - როგორ უწყობს ხელს კიბერუსაფრთხოების ტრენდები შემოსავლების ზრდას და რისკების მინიმიზებას; ბიზნესუწყვეტობის ჩავარდნის გამო მიღებული ფინანსური და რეპუტაციური ზარალი, როგორია ადგილობრივი და მსოფლიო პრაქტიკა, რა არის კიბეუსაფრთხოების ყველაზე დიდი გამოწვევები.

ფორუმის დასაწყისში თიბისის მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ მოწვეულ სტუმრებს მაკროეკონომიკული მიმოხილვა გააცნო და ეკომინომიკურ მაჩვენებლებზე უკრაინის ომის გავლენაზე ისაუბრა.

[R] თიბისი ბანკის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]