weather cur horoscope tv
იანვარი 30, 2023

ზურაბ მახარაძე და „ალტ ინფოს“ სხვა წევრები დააკავეს

10:28 შაბათი, 02 ივლისი 2022

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთაწმინდაზე, პრორუსული და ჰომოფობიური პარტია „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფოს“ აქციაზე, 26 პირი, მათ შორის, პარტიის ლიდერები ზურაბ მახარაძე და ირაკლი მარტინენკო დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან ბექა ვარდოსანიძე და მამა-შვილი გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილებიც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 26-ვე პირი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის მიმართ წინააღმდეგობა) მუხლებით.

დაკავებამდე ზურაბ მახარაძემ „ალტ ინფოს“ ტელევიზიის საშუალებით მიმართვა გაავრცელა, სადაც ის ამბობდა, რომ დღეს, 2 ივლისს, მთაწმინდის პარკში მოძრაობა „თბილისი პრაიდის“ მიერ „პრაიდ ფესტივალის“ ჩატარებაა დაგეგმილი. ჰომოფობიური პარტიის ლიდერები და მხარდამჭერები გვიან ღამით, მთაწმინდის პარკთან სწორედ ღონისძიების ჩაშლის მიზნით მობილიზდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]