შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 26-ვე პირი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის მიმართ წინააღმდეგობა) მუხლებით.
დაკავებამდე ზურაბ მახარაძემ „ალტ ინფოს“ ტელევიზიის საშუალებით მიმართვა გაავრცელა, სადაც ის ამბობდა, რომ დღეს, 2 ივლისს, მთაწმინდის პარკში მოძრაობა „თბილისი პრაიდის“ მიერ „პრაიდ ფესტივალის“ ჩატარებაა დაგეგმილი. ჰომოფობიური პარტიის ლიდერები და მხარდამჭერები გვიან ღამით, მთაწმინდის პარკთან სწორედ ღონისძიების ჩაშლის მიზნით მობილიზდნენ.