შემთხვევა, პირველ ივლისს, ღამის საათებში, საცხივრებელი კორპუსის ბინაში მოხდა, სადაც ქალი მცირეწლოვან შვილთან ერთად ქირით ცხოვრობდა. მამაკაცმა ყოფილ ცოლს სასიკვდილო ჭრილობები სავარაუდოდ დანით მიაყენა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.