weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

წერეთელი: საელჩოს მოვუწოდებ არ წაახალისოს თავდასხმა როგორც პრემიერმა წაახალისა 5 ივლისს

14:48 შაბათი, 02 ივლისი 2022
ფოტო Ⓒ რადიო თავისუფლება ფოტო Ⓒ რადიო თავისუფლება

ტელეკომპანია „პირველის“ მფლობელი ვატო წერეთელი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მოუწოდებს, ძალადობა არ წაახალისოს. გუშინ, ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ძალადობა მიუღებელია.

„ამერიკის საელჩოს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ: მათ ტერიტორიაზე მოხდა ჯგუფური თავდასხმა და არ წაახალისონ როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა წაახალისა 5 ივლისის მოვლენები და როგორც დამთავრდა და ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება, ყველამ ვიცით. ამის მონაწილე ნუ გახდებიან. ჩვენ ვნახეთ ირაკლი ღარიბაშვილმა რა თქვა, მეც ასე მოვიქცეოდიო და ნუ იქნებიან ამ პროცესებში თანამონაწილე. ამას მივმართავ საელჩოს“, – უთხრა ტელეკომპანია „ფორმულას“ წერეთელმა.

მისივე თქმით, მასზე თავდასხმიდან ორი დღე გავიდა, თუმცა სამართალდამცავი ორგანოებიდან არავინ დაკავშირებია.

„გუშინ პროკურატურაში წერილი შევიტანე და იმედია, რომ სწრაფად და ადეკვატურად დაიწყებენ გამოძიებას. თუმცა, ვფიქრობ, რომ პროკურატურა არ დაიწყებს გამოძიებას იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ჯგუფური თავდასხმა განახორციელეს და ესენი ჯგუფური მეტასტაზი არიან ყველა“, – ამბობს წერეთელი.

30 ივლისს, ტელეკომპანია „პირველის“ მფლობელმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატები თავს დაესხნენ აშშ-ის სალეჩოს ტერიტორიაზე, სადაც ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ასობით ადამიანი იყო შეკრებილი. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი, ანრი ოხანაშვილი ამტკიცებს, რომ ვატო წერეთლის მხდიდან ადგილი ჰქონდა „უბინძურეს, სიბილწის ყოველგვარ ზღვარს გადასულ სიტყვებს და ქცევას“.

„როდესაც მასთან მივედი, ვეკითხებოდი, როგორ გაბედა და რატომ გაბედა ამდენი რამ, რასაც მისი მხრიდან მოჰყვა შესაბამისი რეაქცია, რაზეც მიიღო პროპორციული პასუხი“, – ამბობს ოხანაშვილი.

ვატო წერეთელი აშშ-ის საელჩოსგან სამეთვალყურეო ვიდეო კამერების ჩანაწერების გასაჯაროებასაც ითხოვს და აცხადებს, რომ დეპუტატებმა პასუხი უნდა აგონ.

„რა უნდა მეთქვა ისეთი ანრი ოხანაშვილისთვის, რომ ხუთი დეპუტატი მოსულიყო და ამერიკის საელჩოში ფიზიკურად გასწორება დაეწყო. მე ჩემი მოსაზრება მაქვს: პარლამენტის ინციდენტი რომ იყო რამდენიმე თვის უკან, ალბათ იქიდან ჰქონდა რაღაც გულში ჩადებული. ლექსო ლაშქარავა რომ გარდაიცვალა, მაშინ მივედი და ადამიანებს პასუხს ვთხოვდი, მაშინ მქონდა შელაპარაკება“, – განაცხადა წერეთელი.

მან ინციდენტში მონაწილე დეპუტატებს შორის დაასახელა ირაკლი ზარქუა, ბექა ოდიშარია და ლევან მგალობლიშვილიც. ტელეკომპანია „პირველის“ აღმასრულებელი დირექტორი, ნანა აბურჯანიძე იხსნებს, რომ წერეთელს ოხანაშვილმა და მგალობლიშვილმა დაარტყეს.

„ქართული ოცნების“ დეპუტატები ჯგუფურ თავდასხმას უარყოფენ.

 

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]