weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მარნეულში ბროშურებს დარიგებისას აქტივისტს მერიის თანამშრომლები დაუპირისპირდნენ

15:53 შაბათი, 02 ივლისი 2022
ირმა ზარქუა, რიმა ოთარაშვილი და სამირა ბაირამოვა | კადრი მარნეულის სათემო რადიოს ვიდეოდან ირმა ზარქუა, რიმა ოთარაშვილი და სამირა ბაირამოვა | კადრი მარნეულის სათემო რადიოს ვიდეოდან

სამოქალაქო აქტივისტ სამირა ბაირამოვას, რომელიც მოძრაობის „შინ ვეროპისკენ“ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, მარნეულის ბაზარში ბროშურებს არიგებდა, რამდენიმე მოქალაქე დაუპირისპირდა. ერთ-ერთი მათგანი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი ირმა ზარქუა იყო. მან ბაირამოვას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, თავისუფლად გადაადგილებში ხელს უშლიდა, ბოლოს კი ცოცხი მიუტანა.

„ახლა, ისე, რომ უკან არ მოიხედო აქედან გადი! პირადად მე არ მოგცემ იმის საშუალებას, რომ ხალხი მოატყუო. შენ ჩვენი ჯვარი გადახაზე, ქრისტიანული ჯვარი შეღებე წითლად. ამის უფლება არ გქონდა და საერთოდ ქრისტიანებთან საუბრის უფლება შენ არ გაქვს“, – უთხრა ბაირამოვას მერიის ზარქუამ, რომელმაც სამოქალაქო აქტივისტის მიერ პრორუსული პარტია „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფოს“ ოფისის ფასადის შეღებვა გაახსენა.

„ჩვენ ვროპაში წავალთ, თუ სად წავალთ, ჩვენ გადავწყვეტთ. ევროპაში ვართ. თქვენ ომს ეძებთ. ომი გინდათ. ომი რომ არ მინდა, იმიტომ ვარ აქ“, – თქვა რიმა ოთარაშვილმა, რომელიც მარნეულის მერიაში ქალთა ოთახის მენეჯერია.

სამირა ბაირამოვას თქმით, იმ ქალებს, რომლებიც დაუპირისპირდნენ, პირადად არ იცნობს და მათ პროვოკაციის მოწყობა სურდათ. სამოქალაქო აქტივისტმა აღნიშნა, რომ მარნეულის ბაზარში ხალხთან შეხვედრა და ბროშურების დარიგება მაინც შეძლო.

„გვინდა ევროკავშირის შესახებ ინფორმაცია გავავრცელოთ. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია, რა არის ევროკავშირი და რატომ უნდა გავხდეთ ევროკავშირის წევრი. ჩვენი შეხვედრა ძალიან კარგად დაიწყო. მადლობა პოლიციელებს, რომლებიც გვეხმარებოდნენ. სამწუხაროდ, დაგვიპირისპირდნენ, მაგრამ ამას მოვაგვარებთ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანებსაც მივაწოდოთ ინფორმაცია, რას ვაკეთებთ. ჩვენ არ ვართ რომელიმე პარტიის წარმომადგენელი“, – თქვა ბაირამოვამ.

როგორც ირმა ზარქუა, ისე რიმა ოთარაშვილი 2021 წელს, საკრებულოს არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში იყვნენ.

3 ივლისს დაგეგმილი საპროტესტო აქციის წინ, მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ თბილისსა და რეგიონში საინფორმაციო კამპანიას აწარმოებს. კამპანიის მონაწილეებს, რომელთა შორის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებიც არიან, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და საჯარო მოხელეები მოსახლეობასთან შეხვედრის შესაძლებლობას არ აძლევენ.

ხვალინდელი აქციის მოთხოვნა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნაა, რომელიც ზამთრამდე ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე იმუშავებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]